воскресенье, 17 апреля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

      გავეცანით ერთმანეტის პორტფოლიოებს. გავაკეთეთ უკუკავშირი, პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე.
       გავლილი კურსი დადებით ზეგავლენას იქონიებს შემდგომ სასწავლო პროცესზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება  და გამოყენება, როგორც სასწავლო ,პროცესის მსვლელობისას  ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

    დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

 მადლობა ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ტრენინგის საინტერესოდ და ეფექტურად წარმართვისათვის.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა მასალა.შევადგინეთ ელექტრონული კითხვარი და განვათავსეთ ბლოგზე. ვისწავლეთ გაჯეტების ბლოგზე განთავსება და გუგლის ფორმების შედგენა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა დღის მასალა და გადავედით მეექვსე მოდულის განხილვაზე. განვიხილეთ ფასილიტაციის მასალები.

воскресенье, 27 марта 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

 ვიმუშავეთ წყვილებში, გავეცანით  მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებსა და პრეზენტაციებს, გავუკეთეთ  კომენტარები. შევადგინეთ შეფასების რუბრიკები და  მოსწავლეთა ნამუშევრები ავტვირთეთ  ბლოგებზე.

воскресенье, 20 марта 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   
    გავიხსენეთ წინა მეცადინეობის მასალა. გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტით შესასრულებელი აქტივობები.
  გავეცანით საავტორო უფლებებს, ვიმუშავეთ ინტერნეში  საძიებო სისტემაში და მოვიძიეთ სასურველი სურათები. გავეცანით ინფორმაციას თუ როგორ გამოიყენეთ ინტერნეტს, როგორც  საკომუნიკაციო საშუალებად.
შევისწავლეთ  გუგლდრაივში დოკუმენტების ატვირთვა.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. 
მადლობა  ქალბატონ შორენას საინტერესო დღისათვის.


 

суббота, 12 марта 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია


    ერთმანეთს გავუზიარეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.  ავირჩიეთ მეთოდები და სტრატეგიები.
   ჩამოვაყალიბეთ კითხვები წინარე ცოდნისათვის.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ დამეხმარება მათემატიკა ცხოვრებაში?
თემატური კითხვები
როგორ გამოიყენება ფართობო ცხოვრებაში?
შინაარსობრივი კითხვები
რა არის ფართობი?

მესამე დღის რეფლექსია

    შევარჩიეთ პროექტის  თემის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.
ჩამოვაყალიბეთ მიზნები და შევარჩიეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. დღემ შინაარსიანად ჩაიარა.
მადლობა ტრენერს. 

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

     დღეს გავიხსენეთ წინა დღის ინფორმაცია.
     დავასახელეთ პროექტის თემები. გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები პროექტის თემების ირგვლივ.
გავიხსენეთ ბლოგში მუშაობა.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
     

суббота, 27 февраля 2016 г.

პირველი დღის რეფლექსია

     ინტელის ტრენინგის პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო. პირველ რიგში გავეცანით ერთმანეთს. ტრენერმა ქალბატონმა შორენამ გაგვაცნო ინტელის ტრენინგის მიზნები და ამოცანები.
      შევქმენი საქააღალდეები პორთფოლიოსათვის. გავხსენი ბლოგი.შთამბეჭდავი იყო პირველი დღე.განსაკუთრებულად მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელსაც მაქსიმალურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
  მადლობა ქალბატონ შორენას საინტერესო და შინაარსიანი  დღისათვის.